понедельник, 22 октября 2012 г.

პროექტი

ქალაქის საუკეთესო სკოლის  ეზო

პროექტის აღწერა


ა) პრობლემის განსაზღვრა   (არსებული სიტუაციის ანალიზი):

სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლაში სწავლობს 520 (ხუთასოცი) მოსწავლე. სკოლა მდებარეობს ისანი-სამგორის რაიონში.  სწავლების ენა რუსულ-ქართულია.  მოსწავლეები მრავალეთნიკური. მოსწავლეთა 30% არის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. სკოლის შენობა აშენებულია 1937 წელს.  ბოლო ორი წელია მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. სამწუხაროდ სკოლის ფინანსური რესურსი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ინიცირებული პროექტები დაფინანსდეს. ამიტომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,ქალაქის სკოლის საუკეთესო ეზო“ გადავწყვიტეთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი და ისე გადავწყვიტოთ პრობლემა. ამისთვის შევქმენით მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და თემის წევრებისგან მუშა ჯგუფი.

ბ) მიზანი:
ჩვენი მიზანია  სკოლის სპეციფიკიდან და სოციუმიდან გამომდინარე შემქმნათ სკოლის ყველა  წევრისთვის, წარმომადგენლისთვის  - მოსწავლე,  მასწავლებელი,  მშობელი, თემი -  ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და კომფორტული გარემო, რომელიც  გათვლილი და მორგებული იქნება კონკრეტულად სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო  სკოლაზე. სკოლის ეზო უნდა  წარმოადგენდეს უბნის/თემის  ცენტრს.

გ) ამოცანები:
მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში. თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება. თემის ჩართვა სკოლის ცხოვრებაში.  კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სამეცნიერო მუსაობის პოპულარიზაცია, კეთებით სწავლის დანერგვა.

დ) განხორციელების გზები:
სკოლაში, პროექტის განსახორციელებლად  შეიქმნა მუშა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1.      მაგდა ბარამაძე - სკოლის დირექტორი, პროექტის ხელმძღვანელი;
2.      ლანა ბაჩალიაშვილი - მოსწავლე, ლიდერი, პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი;
3.       დიანა აკოპოვა - მოსწავლე, ლიდერი, პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი;
4.      კარინა ბერძენიშვილი - სკოლის დირექტორის მოადგილე;
5.      მაია მკალავიშვილი - სკოლის ისტ მენეჯერი;
6.      ნატალია დერიგლაზოვი -  მოსწავლე საშუალო საფეხური;
7.      ანა რაშოიანი -  მოსწავლე, საშუალო საფეხური;
8.      სანდრო ჭულუხაძე -  სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლე;
9.      ანა სიმონიანი  - მოსწავლე, საბაზო საფეხური;
10.  ვიქტორია პეტროსიანი - სკოლის კურსდამთავრებული;
11.   ალექსანდრა მიქელაძე - სკოლის კურსდამთავრებული;
12.   ნიკოლოზ დერეგლაზოვი  - სკოლის მუშა;
13.   გალინა შირიხანოვი  - სკოლის ტექნიკური მენეჯერი;
14.   ქეთევან კოსტავა - სკოლის მასწავლებელი;
15.  ია ხურცილავა -  თემის წარმომადგენელი, მშობელი;
16.   მურთაზ გონიაშვილი - თემის წარმომადგენელი.
17.  ნოდარ წუწუნავა -  სკოლის დარაჯი.


პროექტის კონცეფცია:


მუშა ჯგუფის გადაწყვეტილებით სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლის ეზო  უნდა ყოფილიყო  მისაღები და მოხერხებული ყველასთვის. ძალიან რთულია, რომ გამოიყოს დიდი ფინანსური რესურსი ეზოს კეთილმოსაწყობად, მაგრამ  შესაძლო იყო არსებული პრობლემის სხვაგვარად გადაწყვეტა.
არსებული პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსით.


იმისთვის რომ პროექტის მიმდინარეობა იყოს გამჭირვალე, შეიქმნა საინფორმაციო ჯგუფი:


1.      მაია მკალავიშვილი - სკოლის ისტ მენეჯერი;
2.      ანა რაშოიანი -  მოსწავლე, საშუალო საფეხური;
3.      ალექსანდრა მიქელაძე - სკოლის კურსდამთავრებული;
4.        გალინა შირიხანოვი  - სკოლის ტექნიკური მენეჯერი;
სკოლის საინფორმაციო ჯგუფი ვალდებულია პროექტის მიმდინარეობის შესახებ მუდმივად ფლობდეს ინფორმაციას.  ჯგუფი ვალდებულია მოიძიოს შესაბამისი რესურსები და საინფორმაციო დახმარება გაუწიოს მუშა ჯგუფებს.
საინფორმაციო ჯგუფის დახმარებით განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის დასაწყებად.


იმისთვის, რომ ზუსტი წარმოდგენა გვქონოდა სამუშაო არეალზე გავაკეთეთ სკოლის ეზოს ტოპოგრაფიული ნახაზი. გამოვიყენეთ google–ს რუქა და ასევე ჩვენს ხელთ არსებული სკოლის ტექნიკური პასპორტი. ნახაზმა გაგვიადვილა კონცეფციის ჩამოყალიბება.

იმისთვის რომ ზუსტად  გაგვეთვალა  თუ როგორი უნდა ყოფილიყო განხორციელებული პროექტი,  შეიქმნა სკოლის ეზოს მაკეტი, რომელიც ზუსტი პროპორციებით არის განხორციელებული. მისი პროპორციებია   1:250.

პანდუსი


სკოლაში მოწყობილია პანდუსი უნარშეზღუდული მოქალაქეებისთვის და მოსწავლეებისთვის, რომელიც აგვისტოს თვეში გაკეთდა  ორგანიზაცია ,,USAID” – ის ხელშეწყობით. სკოლამ ორგანიზაციას დახმარებისთვის ჯერ კიდევ ივნისის თვაში მიმართა და აგვისტოს თვეში განხორციელდა აღნიშნული პროექტი.  აგრეთვე, სკოლის ეზოს დიდი კარებიდან,  ასეთი ადამიანები შეუფერხებლად მოხვდებიან სკოლის ეზოში, რადგან ბეტონით მოვაპირკეთეთ გადმოსასვლელი, რომელიც ფაქტობრივად პანდუსის როლს ასრულებს. ამ საკითხის მოგვარებაში შპს ,,ტაბა +“ დაგვეხმარა.

სკოლის ეზოს მაკეტი,


იმისთვის, რომ ზუსტი წარმოდგენა გვქონოდა სამუშაო არეალზე გავაკეთეთ სკოლის ეზოს ტოპოგრაფიული ნახაზი. გამოვიყენეთ google–ს რუქა და ასევე ჩვენს ხელთ არსებული სკოლის ტექნიკური პასპორტი. ნახაზმა გაგვიადვილა კონცეფციის ჩამოყალიბება.
იმისთვის რომ ზუსტად  გაგვეთვალა  თუ როგორი უნდა ყოფილიყო განხორციელებული პროექტი,  შეიქმნა სკოლის ეზოს მაკეტი, რომელიც ზუსტი პროპორციებით არის განხორციელებული. მისი პროპორციებია   1:250.
მაკეტის მასალად გამოყენებულია პენოპლასტი, მუყაო, ქაღალდი, სპეციალური ჩხირები, ასანთი, გამჭირვალე, თხელი პლასტიკატი, ხის ნაჭრები.
  სკოლის ეზო არის შემოღობილი, რაც თავისთავად ბევრ პრობლემას ხსნის.  უმთავრესი პირობა – მოსწავლეთა  უსაფრთხოება დაცულია. 

კონცეპტუალურად სკოლის ეზო დაიყო ოთხ სივრცედ:


  I ზონა  - დასასვენებელი და მშობელთა მისაღები ზონა;
 II  ზონა -  სპორტული და გარე ღონისძიებების ზონა;
 III  ზონა - შემეცნებითი, გასართობი, გამაჯანსაღებელი ზონა;
 IV  ზონა - რეკრეაციული ზონა პატარებისთვის.

                           ჩკალოვის  ქუჩა             

    
                                                                                                                                                   
                                                              დასასვენებელი და მშობელთა   
                                                                              მისაღები    ზონა
                                                                                                                                                                                             რეკრეაკიული  ზონა
 
IV
Explosion 2: IV                                                                                     სკოლის შენობა
                                                                                                                                                        


            
                  სპორტული და გარე
                          ღონისძიებების ზონა                                 სკოლის შენობა      
  
                                                                                            შემეცნებითი
  
II
Explosion 2:    
II
                                                                                                                                    გამაჯანსაღებელი,
                                                                                                                                     გასართობი ზონა
IIIUI
Explosion 1: IIIUI