მუშა ჯგუფის
გადაწყვეტილებით სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლის ეზო უნდა ყოფილიყო
მისაღები და მოხერხებული ყველასთვის. ძალიან რთულია, რომ გამოიყოს დიდი ფინანსური
რესურსი ეზოს კეთილმოსაწყობად, მაგრამ შესაძლო
იყო არსებული პრობლემის სხვაგვარად გადაწყვეტა.
არსებული
პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსით.
იმისთვის
რომ პროექტის მიმდინარეობა იყოს გამჭირვალე, შეიქმნა საინფორმაციო ჯგუფი:
1.
მაია მკალავიშვილი - სკოლის ისტ მენეჯერი;
2.
ანა რაშოიანი - მოსწავლე, საშუალო საფეხური;
3.
ალექსანდრა მიქელაძე - სკოლის კურსდამთავრებული;
4.
გალინა შირიხანოვი - სკოლის ტექნიკური მენეჯერი;
სკოლის საინფორმაციო
ჯგუფი ვალდებულია პროექტის მიმდინარეობის შესახებ მუდმივად ფლობდეს ინფორმაციას. ჯგუფი ვალდებულია მოიძიოს შესაბამისი რესურსები
და საინფორმაციო დახმარება გაუწიოს მუშა ჯგუფებს.
საინფორმაციო
ჯგუფის დახმარებით განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის დასაწყებად.
იმისთვის,
რომ ზუსტი წარმოდგენა გვქონოდა სამუშაო არეალზე გავაკეთეთ სკოლის ეზოს ტოპოგრაფიული ნახაზი.
გამოვიყენეთ google–ს
რუქა და ასევე ჩვენს ხელთ არსებული სკოლის ტექნიკური პასპორტი. ნახაზმა
გაგვიადვილა კონცეფციის ჩამოყალიბება.
იმისთვის
რომ ზუსტად გაგვეთვალა თუ როგორი უნდა ყოფილიყო განხორციელებული პროექტი,
შეიქმნა სკოლის ეზოს მაკეტი, რომელიც
ზუსტი პროპორციებით არის განხორციელებული. მისი პროპორციებია 1:250.
Комментариев нет:
Отправить комментарий