ამ ზონაში
განთავსებულია საქვაბე, რომლის სახურავის შესაძლოა გადავაქციოთ ორანჟერიად.
ეს შესაძლებელია. ორანჟერია შესაძლოა გაკეთდეს ორმაგი ცელოფნის პარკებით, რომელიც დამაგრებული
იქნება რკინის კუთხოვანებზე. კუთხოვანები შეიქმნება
ძველი საშუალო საფეხურის მერხებიდან. საჭიროებს მხოლოდ შედუღებას, რომელშიც დაგვეხმარებს
ნოდარ წუწუნავა. ორანჟერიას ექნება შემდეგი დატვირთვა: მოსწავლეები თავის ხელით გამოყვანენ
ჩითილებს. აღნიშნული სახურავის ფართობია 50 მ.კვ და არის ძალიან მოსახერხებელი. ორანჟერიის
მუშაობას კურირებას გაუწევენ ბიოლოგიის მასწავლებლები თინათინ კოსტავა, მაგდა ბარამაძე,
ტერეზა კიკალეიშვილი. სკოლაში ჩამოყალიბებული
ბიოლოგთა წრის მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით მოეწყობა ორანჟერია.
გარდა ამისა
ამავე ზონაში განთავსდენა ადაპტირებული
მაგიდები შაშისა და ჭადრაკის სათამაშოდ უნარშეზღუდული მოსწავლეთათვის , მის შეძენაში ხელს შეგვიწყობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,USAID”.
სკოლას აქვს
ტენისის მაგიდები
და გვსურს შევიძინოთ მომცრო ზომის
ბატუტი. ტენისის მაგიდები,
ბატუტი და ადაპტირებული მაგიდები საღამოობით შეინახება სპორტ-დარბაზში, რომლის კარებიც
გამოდის ეზოს მესამე ზონაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий