понедельник, 22 октября 2012 г.

I ზონა - დასასვენებელი და მშობელთა მისაღები ზონა


აქ იკრიბებიან მშობლები, რომლებიც გაკვეთილების დამთავრებას ელოდებიან.  აქ განთავსებულია მეზობელი ეზოს  სახლის კედელი  და  ძველი ე.წ. ობელისკის მსგავსი ნაგებობა.  გადავწყვიტეთ ორივე მათგანი გამოვიყენოთ სასარგებლოდ. მეზობლის კედელი მოიხატება მხიარული ნახატებით, რომელიც განწყობას შეუქმნის როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს. ნახატებს შესაძლო ვარიანტები წარმოდგენილია ფოტოს სახით და  დამუშავებულია სკოლის მე -8  კლასის მოსწავლის ლიკა ყავრიშვილის, მე-5 კლასის მოსწავლის ანიტა აკოპოვას, მე-10 კლასის მოსწავლის დიანა აკოპოვას, მე-8 კლასის მოსწავლის დავით გიგოლაევის მიერ. აღსანიშნავია, რომ დავით გიგოლაევი არის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე.
ძველი ობელისკი გადაკეთდება საინფორმაციო დაფად, რომელზეც განთავსდება ყოველდღიური ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მის მიმდებარედ დამონტაჟდება ეზოს სკამები,
 
და შექმნის ე.წ. ბულვარის ეფექტს. აგრეთვე აქვე მოეწყობა  ე.წ. ქოთნების გამოფენა.  ,,ქოთნები“ დამზადებულია ძველი საბურავებისგან. ერთმა კლასმა უნდა მოუაროს ერთ ,,ქოთანს“ (იხილეთ სურათი). კლასმა უნდა იზრუნოს  რომ მისი ,,ყვავილების ქოთანი“  მთელი წლის განმავლობაში იყოს მოვლილი და მცენარეებით სავსე. გაზაფხულზე, აპილის ბოლოს, ჩატარდება კონკური, რომელიც გამოავლენს კლასს, რომელიც ყველაზე კარგად ართმევდა თავს აღნიშნულ მოვალეობას. კლასი დაჯილდოვდება სიგელით.  პასუხისმგებელი პირები გააკონტროლებენ და აწარმოებენ მონიტორინგს მთელი ამ ხნის განმავლობაში და გამოავლენენ გამარჯვებულს წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით.


Комментариев нет:

Отправить комментарий