понедельник, 22 октября 2012 г.

პროექტის აღწერა


ა) პრობლემის განსაზღვრა   (არსებული სიტუაციის ანალიზი):

სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლაში სწავლობს 520 (ხუთასოცი) მოსწავლე. სკოლა მდებარეობს ისანი-სამგორის რაიონში.  სწავლების ენა რუსულ-ქართულია.  მოსწავლეები მრავალეთნიკური. მოსწავლეთა 30% არის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. სკოლის შენობა აშენებულია 1937 წელს.  ბოლო ორი წელია მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. სამწუხაროდ სკოლის ფინანსური რესურსი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ინიცირებული პროექტები დაფინანსდეს. ამიტომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,ქალაქის სკოლის საუკეთესო ეზო“ გადავწყვიტეთ, რომ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსი და ისე გადავწყვიტოთ პრობლემა. ამისთვის შევქმენით მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და თემის წევრებისგან მუშა ჯგუფი.

ბ) მიზანი:
ჩვენი მიზანია  სკოლის სპეციფიკიდან და სოციუმიდან გამომდინარე შემქმნათ სკოლის ყველა  წევრისთვის, წარმომადგენლისთვის  - მოსწავლე,  მასწავლებელი,  მშობელი, თემი -  ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და კომფორტული გარემო, რომელიც  გათვლილი და მორგებული იქნება კონკრეტულად სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო  სკოლაზე. სკოლის ეზო უნდა  წარმოადგენდეს უბნის/თემის  ცენტრს.

გ) ამოცანები:
მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში. თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება. თემის ჩართვა სკოლის ცხოვრებაში.  კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, სამეცნიერო მუსაობის პოპულარიზაცია, კეთებით სწავლის დანერგვა.

დ) განხორციელების გზები:
სკოლაში, პროექტის განსახორციელებლად  შეიქმნა მუშა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

1.      მაგდა ბარამაძე - სკოლის დირექტორი, პროექტის ხელმძღვანელი;
2.      ლანა ბაჩალიაშვილი - მოსწავლე, ლიდერი, პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი;
3.       დიანა აკოპოვა - მოსწავლე, ლიდერი, პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი;
4.      კარინა ბერძენიშვილი - სკოლის დირექტორის მოადგილე;
5.      მაია მკალავიშვილი - სკოლის ისტ მენეჯერი;
6.      ნატალია დერიგლაზოვი -  მოსწავლე საშუალო საფეხური;
7.      ანა რაშოიანი -  მოსწავლე, საშუალო საფეხური;
8.      სანდრო ჭულუხაძე -  სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლე;
9.      ანა სიმონიანი  - მოსწავლე, საბაზო საფეხური;
10.  ვიქტორია პეტროსიანი - სკოლის კურსდამთავრებული;
11.   ალექსანდრა მიქელაძე - სკოლის კურსდამთავრებული;
12.   ნიკოლოზ დერეგლაზოვი  - სკოლის მუშა;
13.   გალინა შირიხანოვი  - სკოლის ტექნიკური მენეჯერი;
14.   ქეთევან კოსტავა - სკოლის მასწავლებელი;
15.  ია ხურცილავა -  თემის წარმომადგენელი, მშობელი;
16.   მურთაზ გონიაშვილი - თემის წარმომადგენელი.
17.  ნოდარ წუწუნავა -  სკოლის დარაჯი.


Комментариев нет:

Отправить комментарий